კინომცოდნე გოგი გვახარია სოციალურ ქსელში 2012 წლის ვიდეოს იხსენებს, რომლის მიხედვითაც პატიმრები სტუდენტების დახმარებას ითხოვდნენ.
“სტუდენტები სად არიან?” – გახსოვთ ის ვიდეო 2012 ის შემოდგომაზე? ქურდები რომ კითხულობდნენ საკნებიდან?
პოპულარული ვიდეო იყო. არადა რა უნდოდა მაგის დადგმას – ციხის საერთო ხედი და კადრს მიღმა სასოწარკვეთილი ხმა “სტუდენტები მოვლენ?”, “სტუდენტები სად არიან?”
სტუდენტები სად არიან? დღეში 50 კაცი კვდება და მთავრობა კაზინოების ქალაქზე გველაპარაკება. მეც მაინტერესებს, სად არიან?”, – წერს გვახარია.