21 დღეა რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან და აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
”არ გრცხვენია კობახიძე, რისთვის გაგზარდეს? ასეთი იდიოტი როგორ ხარ შვილო” – ასე მიმართავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი კობახიძეს.
მისი თქმით, იქამდე არ დაიღლებიან, სანამ მათი პროტესტი შედეგს არ გამოიღებს.
“კობახიძე ვერასოდეს ვერ გამოვა ხალხთან. ხომ უყურებთ რა შეშინებულია, ფერი აღარ ადევს სახეზე. მაინტერესეს, ვინ გაზარდა ეს ბიჭი, ასეთი ურცხვი როგორ არის. თეთრზე მეუბნება შავია, შავზე მეუბნება, თეთრიაო. არ გრცხვენია კობახიძე, რისთვის გაგზარდეს, რისთვის იწვალე, ასეთი იდიოტი როგორ ხარ შვილო?!
დაგვღალეთ უკვე, დავიღალეთ სანამ იქნებით ასე ვიქნებით ჩვენც. არ დავიღლებით, რაც არ უნდა ყინვა იყოს, მაინც ესე ვიქნებით. უნდა წახვიდეთ სხვა გზა დღეს თქვენ არ დაგვიტოვეთ. ჩვენ შვილებს ურტყით იმ ჭკვიან თავებში და თქვენი უსაქმური ტიტუშკები ქუჩაში გყავთ გამოშვებული. თქვენ აღარ ხართ ჩვენი მილიცია. თქვენ ხართ კადიროველები, ომონელები, თქვენ ხართ ჩვენი მკვლელები და ქურდები ყველაფერთან ერთად. ჩვენს შილებს ჰპარავთ ტელეფონებს, ის ტელეფონი, როგორ უნდა დაიჭიროთ ხელში.
რას გიხდიან სამშობლოს ღალატში, თქვენ უსამშობლოებო. ეს მდინარაძეც გააჩერეთ კაცო, ეს ვინ ყოფილა ეს ყავის მომდუღებელი დავიღალეთ. მდინარაძე ვიცით შენი ტყუილები და კალაძე. ივანიშვილის, რომ ჭკუა ჰქონდეს ეს სამი გაიყოლოს თან”, – ამბობს აქციის მონაწილე.