ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – ავტოქარხნის დასახლებაში რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა – ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით და თვითმხილველების განმარტებით, რომ საერთო ჯამში დაზიანებულია 6 მსუბუქი ავტომანქანა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
“6 მანქანაა დამტვრეული, აქედან რამდენიმე საერთოდ აღარ გაკეთდება, რამდენიმე კი ოდნავ არის დაზიანებული. სასწრაფო მალევე მოვიდა და დაშავებულები დროულად გადაიყვანეს”, – აცხადებს თვითმხილველი.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: “ინფო იმერეთი”