25 წლის გელა ნაროზაული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„ყოველთვის ვიამაყებ შენით, ვერ დაგეხმარეთ“; „გული გამეყინა, გელო, შენს თბილ კეთილ გულს ვენაცვალე, გელო“; – წერენ ახლობლები.
ცნობისთვის, 25 წლის ბიჭი 8 თვე რეანიმაციაციაში ბაქტერიული მენინგიტით იყო მოთავსებული. 14 უშედეგო ოპერაციის შემდეგ, ტვინის და ხერხემლის გარსი დაჩირქდა.