„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„16 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ქიზიყის ქ. N33-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 16 დეკემბერს 23:00 საათიდან 17 დეკემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
სამგორის რაიონში:
სამგორის რაიონი, ქიზიყის N27-N45 (კენტებს) ევტიხ ჟვანიას, სამხედრო დასახლების და მიხეილ გრიგორაშვილის ქუჩებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
