საქართველოში 15 დეკემბერს კვირას, დაბალი ტემპერატურა და ქარია მოსალოდნელი.
meteo.gov.ge-ის თანახმად დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღისით უმეტესად უნალექოდ. დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +5, +10°; მთაში დღისით -1, +4°; მაღალმთაში დღისით -8, -3°.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი და ქარბუქი. ღამით დასავლეთის, დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -10, -5°, დღისით -2, +3°; მთაში ღამით -17, -12°, დღისით -6,-1°; მაღალმთაში ღამით -18, -13°, ზოგან -24°-მდე. დღისით -7, -2°, ზოგან -10°-მდე.
