“ხარება” თავისუფლების მოედანზე გამოჩნდა – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის მანქანა ამ წუთებში, ნაძვის ხის მიმდებარედ იმყოფება – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნაძვის ხის ანთების ცერემონია გადადო. ამის შესახებ კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” რუსთაველზე მისივე გამოყვანილი პარტაქტივი დაშალა.
წყარო:”ტვ პირველი”
