თბილისი პროტესტმა მოიცვა. დედაქალაქის რამდენიმე მთავარ სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობა პარალიზებულია. კერძო და სახელმწიფო სორგანიზაციების ოთახები დაცარიელდა, ხალხი ქუჩაშია გასული. მოქალაქეები გზებს კეტავენ და ამ ფორმით ითხოვენ ახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებას.
ამ წუთებში ერთ-ერთი აქციის მონაწილეები გმირთა მოედნიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ მიემართებიან. მათ ხელში საპროტესტო ბანერები და სპეცრაზმის მიერ ნაწამები ადამიანების ფოტოები უჭირავთ.
ამ ე.წ. მთავრობამ არ გვაკმარა, რომ გაგვიყალბა არჩევნები, აიყვანა ასობით საამაყო ახალგაზრდა, რომლებიც არიან მათზე განათლებულები, მათზე ნასწავლები და ვაჟბატონმა მიშამ (ყაველაშვილი) ის არ იკმარა, რომ პარლამენტარი იყო, ნამეტაი მოინდომა და დაემსგავსა ამ ცხოველს, მოინდომა პრეზიდენტობა, – ამბობს პროტესტის მონაწილე.
ბევრნი ვართ, გაბრაზებულები ვართ, არ მოგვწონს, რაც ხდება ჩვენს გარშემო და უკვე უმეტესობას ჩვენი პირადი ნაცნობები, ახლობლები გვყავს ნაცემი. რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, – ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
