Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თოვლი, ძლიერი ქარი და ყინვა – საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

December 13, 2024
თოვლი, ძლიერი ქარი და ყინვა – საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ძლიერ ქარს და ყინვას პროგნოზირებენ.

Meteo.gov.ge-ის თანახმად, 13 დეკემბერს – პარასკევს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი და ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ, დღის ბოლოს დროგამოშვებით 28მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +3, +8°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალ მთაში დღისით -6, -1°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით და ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ, დღის ბოლოს დროგამოშვებით 28 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +5, +10°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალ მთაში დღისით -4, +1°.

14 დეკემბერს, შაბათს, დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ, ღამით დროგამოშვებით შესაძლებელია 28 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -2, +3°, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -10, -5°, დღისით -5, 0°; მაღალ მთაში ღამით -20, -15°, დღისით -10, -5°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში თოვლი ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ, ღამით დროგამოშვებით შესაძლებელია 28 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -7, -2°, დღისით -4, +1°; მთაში ღამით -11, -6°, დღისით -6, -1°; მაღალ მთაში ღამით -14, -9°, ზოგან -22°-მდე, დღისით -10, -5°, ზოგან -17°-მდე.

15 დეკემბერს, კვირას, დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. ღამით დასავლეთის, დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -4, +1°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -12, -7°, დღისით -1,+4°; მაღალ მთაში ღამით -20, -15°, დღისით -5, 0°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან თოვლი, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ, დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -10, -5°, ზოგან -14°-მდე, დღისით -2, +3°; მთაში ღამით -15, -10°, დღისით -5, 0°; მაღალ მთაში ღამით -17, -12°, ზოგან -22°-მდე, დღისით -6, -1°, ზოგან -10°-მდე.

თბილისში 13 დეკემბერს, პარასკევს ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში ტემპერატურა +9° გრადუსამდე მოიმატებს, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 20-25მ/წმ სიჩქარით. შაბათს მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, ტემპერატურა ღამით -2°, დღე +1°, იქროლებს ქარი ღამით 20-25მ/წმ სიჩქარით, დღე 17-22მ/წმ სიჩქარით. კვირას ტემპერატურა ღამით -5°, დღე +4°, მოსალოდნელია უნალექო, ღრუბლიანი ამინდი, შემცირდება ქარის სიჩქარეც.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს განცხადებას ავრცელებს
  • ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge