პროტესტის მე-15 დღე საქართველოში – საქართველოს პარლამენტთან ისევ იკრიბებიან მოქალაქეები, რომლებიც ხელახალ არჩევნებს, მოძალადეების დასჯასა და პატიმრობაში მყოფი დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვენ.
დედაქალაქის მთავარი გამზირი უკვე გადაიკეტა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.
იხილეთ “მეტრონომის” ფოტოკოლაჟი.
თბილისში საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.