მადლობა საინფორმაციო სააგენტო “მეტრონომის” დამფუძნებელს, დავით ბეჟუაშვილს და “მეტრონომის” გუნდს, რომელმაც “მთავარი არხის” გადასარჩენად მედიის თავისუფლების ფონდში 10 ათასი ლარი ჩარიცხა.
დღეს “მეტრონომმა” დამფუძნებლის პოზიცია გამოაქვეყნა და შემდეგ “მთავარი არხის” გადასარჩენად თავისი წვლილი შეიტანა.
“მეტრონომის” დამფუძნებელი, დავით ბეჟუაშვილი სოლიდარობას უცხადებს “მთავარ არხს” და გმობს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ფინანსური თუ სხვა ნებისმიერი ფორმით ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს მომენტში”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში რიცხავს თანხას “მთავარი არხის” გადასარჩენად.
მთავარი ხართ თქვენ!
“მთავარი არხის” გადასარჩენად შექმნილი მედიის თავისუფლების ფონდის რეკვიზიტები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
