ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” დახურვის ინფორმაციას ეხმაურება და მიმართვას ავრცელებს.
“ფეისბუქი დაგვიბრუნდა.
მთავარი არ გაქრება სატელევიზიო სივრციდან. უბრალოდ უნდა გცოდნოდათ რომ ამ ადამიანებს ორი ფრონტის ხაზი აქვთ.
შიგნით და გარეთ.
გაიხსენეთ რუსთავი 2-ის ამბავი. რა მიიღეს? უფრო ძლიერი და ეფექტური პლატფორმა.
ასე იქნება ახლაც.
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები! – მთავარი არ დაიხურება და ეს პირველ რიგში უნდა ესმოდეს ზაზა ოქუაშვილს.
ჩვენს გადაკიდებას ბატონო ზაზა, გირჩევნიათ ისევ ბიძინა გერჩოდეთ. დანარჩენს ვნახავთ რაც მოხდება.” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
