საპროტესტო აქციაზე ბეა გაზდელიანი ერთ-ერთია, რომლებიც აქციაზე დააკავეს. მისი კადრები სწრაფად გავრცელდა. ახალგაზრდა ქალი ახლა უკვე თავისუფალია და სოციალურ ქსელში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით წერს:
“დავიღალე აღარ შემიძლია, ისეთი კიბერბულინგის ქვეშ ვარ რომ საერთოდ აღარ მინდა არაფერი. იმაზე მეტს ვერაფერს დაწერთ რაც ჩემმა ახლობლებმა მითხრეს, არავის არ გავუმართლებივარ! არც ნარკომანი ვარ და არც დაბოლილი ვიყავი! ნარკოტესტიც ჩავაბარე და მაგიტომ გამომიშვეს დილითვე განყოფილებიდან. ვაღიარებ იმას, რომ ვიყავი ნასვამი, ვიყავი აფექტში და ვიყავი პანიკაში, ჩემი მეგობარი რომელიც არაფერს აშავებდა და უბრალოდ იდგა დააკავეს და გაათრიეს ჩემს თვალწინ! ვნანობ, ძალიან ვნანობ რომ ნასვამი ვიყავი, მაგრამ ასეთ უსამართლობაზე თვალს ვერ დავხუჭავდი! ფხიზელზეც იმავეს გავაკეთებდი…
არ მიცხოვრია საქართველოში წლების მანძილზე ოჯახური ვითარების გამო და ქართულად მეტყველება მიჭირს.
ჩემი ბრალია ვიცი, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და ნარკომანს რომ მეძახით წარმოგიდგენიათ რას ვგრძნობ საერთოდ?!
მაპატიეთ თუ ჩემ გამო ქოცებმა შტერი თაობა გიწოდეს, მაპატიეთ, რომ ჩემებურად გამოვხატე აზრი, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ?! თუ ევროპულ ღირებულებებს ეძებთ, იქ არ აბულინგებენ ასე ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ ნასვამ მდგომარეობაში არიან აქციაზე.
ამხელა კიბერბულინგს მე რუსებისგანაც ვერ ვიგრძნობდი და ეს ყველაზე მეტად არის გულსატკენი ჩემთვის
გაუმარჯოს ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს!!! არა რუსეთს!” – წერს ბეა გაზდელიანი.