ტარიელ ხარხელაური იუბილარია. პოეტი 79 წლისაა!
რა ხანია ტელეფონი მეუღლეს გადასცა და სოფელში განაგრძო ცხოვრება. როგორც ქალბატონმა მარინამ “პრაიმტაიმს” უთხრა, იუბილარმა პოეტმა დღევანდელი დღეც სიმონიანთხევში გაატარა.
მარინა ხარხელაური: მე მაქვს ტარიელის ტელეფონი და მთელი საქართველო რეკავს, საიდან აღარ მიულოცეს. მთელი დღეა ვიღებ მილოცვებს, ვიწერ და აუცილებლად გადავცემ. ყველას უყვარს და ეს მას ძალიან აბედნიერებს.
მამა ანტონ კანდელაკი ესტუმრა, საფრანგეთში მოღვაწე სასულიერო პირი. წითელი ჯვარიც მიიღო. მაინცდამაინც არ უყვარს თავისი დაბადების დღე. ამ ამბავში ერთმანეთს ვგავართ.
ზოგადად მძიმე განწყობა აქვს ახლა. ეს მის ლექსებშიც აისახება. ახლა სხვანაირად შეუძლებელიც არის. თვითონ იძლევა მითითებას, მის ფეისბუქზე რომელი ლექსი დაიდოს.
ძალიან მიყვარს ეს ღვთისნიერი ადამიანი; პატარა ბიჭია შინაგანად. ბოლომდე ბავშვად დარჩა. არის მიმტევებელი და კაცთმოყვარე.
დიდი მადლობა მოლოცვისთვის!