“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის როლზე წერს:
“მისასალმებელია, რომ ბოლო დღეებში სასულიერო პირები პირად მაგალითს აძლევენ მრევლს და მოუწოდებენ აცრისაკენ, მათ შორის სინოდის ცალკეული წევრებიც.
რასაც ვაკვირდები პანდემიის დაწყებიდან, არ დარჩენილა მსოფლიოში ალბათ არც ერთი მართმადიდებლური თუ სხვა მიმართულების ქრისტიანული ეკლესია, რომელსაც ღიად(ოფიციალურად) არ დაეჭირა მხარი იმუნიზაციის პროცესისასთვის. ერთადერთი გამონაკლისია საქართველოს საპატრიარქო, რომელიც დღემდე უარს ამბობს ოფიციალურ მხარდაჭერაზე და მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირების პირად ნებად( არჩევნად) მიიჩნევს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება-არმიღების საკითხს.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის დუმილი ამ უმძიმეს დღეებში არის დიდი შეცდომა (ეს, ყველაზე რბილი შეფასებით).
პრეზიდენტის მოწოდება ეკლესიისადმი, რომ ჩაერთოს აცრის მხარდაჭერის პროცესში და დაარწმუნოს მრევლი მისი სიკეთეში, არის სწორი ნაბიჯი.
ახლა ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად ყველა უნდა იდგეს ერთად, ერი და ბერი.” – წერს რომან გოცირიძე.