Tuesday, August 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

December 9, 2024
Tbilisi Open Air–ის გამო, თბილისის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება – ნახეთ დეტალურად

თბილისის მერია მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე “საახალწლო სოფლის” მოწყობის სამუშაოებს იწყებს, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 9 დეკემბრის, 18:00-დან 22:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩები.

“სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების საშუალებით; მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან, კერძოდ, რენა აბჟანდაძის ქუჩიდან ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით.

9 დეკემბრის 22:00 საათიდან 10 იანვრამდე სრულად გადაიკეტება მშრალი ხიდი და მიმდებარე ტერიტორია – იტალიის ქუჩა, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია და გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე არსებული საგზაო მონაკვეთი.

აღნიშნულ პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ვირსალაძის ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით, ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N320 და N323 ზაარბრიუკენის მოედნიდან დაუკავშირდებიან ლევ ტოლსტოის ქუჩას, რის შემდეგაც გადაადგილდებიან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდის გავლით და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ.

მიკროავტობუსები: N536 და N550 ზაარბრიუკენის მოენიდან გადაადგილდებიან ლევ ტოლსტოის ქუჩისკენ, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, საიდანაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

უკუმიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსები: N320, N323 და N536 მიკროავტობუსი ბარათაშვილის ხიდიდან იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან ზაარბრიუკენის მოედანს და შემდეგ გადაადგილდებიან დადგენილი სქემით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.6

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • საქართველოს სახალხო დამცველი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა
  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მიხეილ შედანია დაიღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge