ვტოვებ გორგიას და ვწყვეტ ამ კომპანიასთან დადებულ შრომით ხელშეკრულებას ვეღარ ვითანამშრომლებ კომპანიასთან, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს გადაუმალა სათვალეები და ნიღბები, რითაც გასაგუდად და დასაბრმავებლად გაიმეტა ისინი – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი რომელაშვილი წერს.
“ვტოვებ გორგიას და ვწყვეტ ამ კომპანიასთან დადებულ შრომით ხელშეკრულებას
ვეღარ ვითანამშრომლებ კომპანიასთან, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს გადაუმალა სათვალეები და ნიღბები, რითაც გასაგუდად და დასაბრმავებლად გაიმეტა ისინი.
მესმის და სრულად ვიაზრებ იმ ფაქტს რომ ამ ნაბიჯით ჩემს ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად შევასუსტებ და შემოსავლის ერთადერთ წყაროს დავკარგავ.
ასევე დავკარგავ ბევრ მეგობარს, რომელიც ამ კომპანიაში შევიძინე, თუმცა რუსთაველზე ძვლებში დამტვრეული მეგობრები უფრო მეტს ნიშნავს ახლა.
გავიმარჯვებთ ერთობით!
საქართველოს ევროპულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია”