ცოტა ხნის წინ “TV პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მაკა ჩიხლაძემ ” მეტრონომთან ” განაცხადა, რომ მათ თავს “ტიტუშკები” დაესხნენ, რომლებიც მანამდე აქციის მონაწილეებს სცემდნენ, სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდნენ ისინი ადგილზე.
ტელეოპერატორ გიორგი შეწირულს. მას თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენშნება
ჩიხლაძე ამბობს, რომ თავს 30-მდე პირი დაესხა თავს, პოლიციამ კი რეაგირება არ მოახდინა.
“მირტყეს სახეში, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ “ტიტუშკები” იყვნენ ამ ადგილას მობილიზებულნი, რომლებიც არ აძლევდნენ მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობის უფლებას. მოვედით თუ არა აქ გაჩაღებული იყო ხელჩართული ბრძოლა, რა თქმა უნდა,დავიწყეთ გადაღება . გამოცვივდა 30-ზე მეტი ნიღბიანი ადამიანი, დამეტაკნენ, წამაქციეს მირტყეს, შე ბოზო რას იღებ- ასე მომმართავდნენ. ამ დროს ვხედავდი, რომ გიორგი შეწირულს წაართვეს ყველაფერი. მათ ჩვენს საინფორმაციო პოლიტიკასთან ჰქონდათ პრობლემა”- ამბობს მაკა ჩიხლაძე