საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარობს.
ცოტა ხნის წინ , 9 აპრილის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილესა და სამართალდამცავს შორის იყო სიტყვიერი დაპირისპირება.
9 აპრილის ქუჩაზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს ერთგვარი კორდონი აქვთ გაკეთებული.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
თბილისში საპროტესტო აქცია უკვე მე-7 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.