სასამართლომ ნიკა გვარამია 12 დღით პატიმრობაში გაუშვა.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამია “დროას” ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების ძალოვანმა უწყებამ ნიკა გვარამიას დაკავებისას ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა. ნიღბიანები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში მყოფი წაიყვანეს.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ, საიდანაც დღეს დილით თბილისის საქალაქო სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არ შეუტყობინებიათ.
