ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტები გაესაუბრნენ იმ სპეცრაზმელების მშობლებს, რომლებიც მათივე გამოქვეყნებულ აქციის დარბევაში მონაწილე სამართალდამცველების სიაში აღმოჩნდნენ.
“ჩემი შვილი არის გორში, გადაამოწმეთ თუ გინდათ. ყოველთვის იმას მეუბნება, რომ მე შენ თავს არასოდეს დაგახრევინებ და იმედი მაქვს მე ჩემი შვილის. ის გავზარდე ისე, რომ მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს ემსახუროს, ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, რაც ხდება ქვეყანაში. იმედი მაქვს,რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე სიკეთით დამთავრდება.მე ეს სიტყვებიყოველთვის მიტრიალებს გონებაში, რომ მე შენ თავს არასდროს დაგახრევინებ მაშინ გამოვა, რომ თავჩაქინდრულმა უნდა ვიარო მთელი ცხოვრება…” -ამბობს ერთ-ერთი სპეცრაზმელის დედა.
შეგახსენებთ, რომ “მთავარმა არხმა” იმ სპეცრაზმელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც დარბევაში შესაძლოა მონაწილეობდნენ.
