მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე მისი შვილის დაკავების დეტალებზე დეტალურად იხსენებს. ცნობილი მსახიობის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ანდროს აქციებზე დგომა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა არ აპატიეს.
მეტიც, ანდრო ჭიჭინაძის დედა იხსენებს, რომ პოლიციელები სახლში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რადგან პროპაგანდისტული არხის მოსვლას ელოდებოდნენ, რომ ანდროს დაკავება საჩვენებელი დასჯა ყოფილიყო.
“ეზოში 60-მდე პოლიციელი დამხვდა, შევარდი კორდონში, ვყვიროდი. ანდრო მშვიდად იყო, მითხრა, დედა არ ინერვიულოო. რაღაცის ორგანიზებას აბრალებენ, რომელი თავდამსხმელი ანდროა?! დგას, მიტინგებზე, მეც მანდ ვარ, ერთად ვებრძვით! სხვისი ხელით ამ საქმის გაკეთება არ შეიძლება.
ჩვენს სახლში, პოლიციელები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ, აგრესიულები არ იყვნენ, არ უცემიათ, თუმცა ელოდებოდნენ “იმედის” ტელევიზიას საჩვენებლად რომ დაეკავებინათ!
საბოლოო ჯამში, მოლოდინი ყველაფრის მქონდა, ჩემზე უფრო მქონდა მოლოდინი, ადგან უფრო აქტიური ვარ, ვიდრე ანდრო. პირდაპირ ვამბობ – მე არ მეშინია. იმაზე მეშლება ნერვები, რომ რუსთაველზე რაც ხდებოდა, იმას ვერ ვადევნე თვალი. თანაგრძნობა ვერ გამოვიხატე, მათ მარით, ვინც სასტიკად სცემეს. მრცხვენია, რომ რუსთაველის გამზირზე არ ვარ. თავად ანდრო მხნედაა, ძალიან მინდა, ყველა დაკავებულს გათავისუფლება, დაშავებულებს გამოჯანმრთელება ვუსურვო. მინდა, ჩემი შვილი მალე ვნახო”- თქვა დაკავებულის დედამ.
პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან იუმორისტი ონისე ცხადაძე ედა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მათ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
წყარო:tv pirveli
