Sunday, August 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ანდროს აქციაზე დგომა მაგათთვის პრობლემაა, რადგან ცნობადია. საჩვენებელი დასჯის მომენტია” – ანდრო ჭიჭინაძის მამა

December 6, 2024
“ანდროს აქციაზე დგომა მაგათთვის პრობლემაა, რადგან ცნობადია. საჩვენებელი დასჯის მომენტია” – ანდრო ჭიჭინაძის მამა

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამა, ოთარ ჭიჭინაძე მისი შვილის დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ  მისი შვილის საჩვენელი დასჯა უნდათ, რადგან ცნობადია.

როგორც ოთარ ჭიჭინაძე “მთავარ არხთან” ამბობს, პოლიციელები სახლში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რადგან “იმედის” ოპერატორს ელოდებოდნენ, რათა დაკავება გადაეღო.

“ძალიან დიდხანს იყო საუბარი ანდროსა და პოლიციელებს შორის. ასეთი კითხვები იყო: აქციებზე მისი ყოფნა რა მიზნებს ემსახურება, მოსწონს თუ არა, რომ პოლიციელების წინააღმდეგ გამოყენებულია სხვადასხვა საშუალებები, ფოიერვერკებსა და ლაზერებზე იყო საუბარი, ანდრო პასუხობდა ჩვეულებრივად. დაძაბულობის მომენტი იყო.

ბრალეულობის წარდგენის შემდეგ დაადეს ხელბორკილები და წაიყვანეს. ისინი დიდხანს იყვნენ აქ და მე როგორც მივხვდი, ტელევიზიების მოსვლას ელოდებოდნენ, რომ დაეფიქსირებინათ ანდროს დაკავება. მე ჩავედი და კარი გავუღე ოპერატორს და რომ ვკითხე, ვინ იყო, იმედის ოპერატორი ვარო.

რა თქმა უნდა, აქციაზე ანდროს იქ დგომა პრობლემაა მაგათთვის. რადგან ანდრო ცნობადი სახეა, უნდა დაისაჯოს, საჩვენებელი დასჯის მომენტია.

მე ყოველთვის ამაყი ვარ ჩემი შვილის, რაც არ უნდა გააკეთებს. ცუდს ის არასდროს გააკეთებს, ამაში დარწმუნებული ვარ. ის აკეთებს იმას, რისიც სჯერა – სჯერა სამართლიანობის, ყოველთვის სამართლიანობის მომხრე იყო”, – ყვება ანდრო ჭიჭინაძის მამა.

პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან იუმორისტი ონისე ცხადაძე ედა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მათ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნინო დათაშვილს ემუქრება 20 დღით იძულებითი ფსიქიატრიული დაკვირვების ქვეშ ყოფნა მაშინ, როდესაც ემოციური ლაბილობა არ წარმოადგენს შეურაცხადობის დადგენის საფუძველს” – ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის სპეციალისტები
  • პროდუქტები, რომელთა მიღებაც ზაფხულის სეზონზე რისკის შემცველია – ექიმ-ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას რეკომენდაციები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge