Sunday, August 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ასტროლოგები გირჩევენ, რომელ დღეებში არ უნდა მორთოთ ნაძვის ხე – ეს უნდა გაითვალისწინოთ

December 5, 2024
ასტროლოგები გირჩევენ, რომელ დღეებში არ უნდა მორთოთ ნაძვის ხე – ეს უნდა გაითვალისწინოთ

ნაძვის ხის მორთვას ბევრი ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და წინაასახალწლო რუტინის განუყოფელი ნაწილია. ზოგი ამ პროცესს ნოემბერში იწყებს, ზოგი დეკემბრის შუა რიცხვებს ირჩევს, ზოგსაც 31 დეკემბერს ურჩევნია.

ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ნაძვის ხის მორთვა მზარდი მთვარის პერიოდს დავამთხვიოთ. ითვლება, რომ ეს დღეები თვის განმავლობაში ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერია. აღნიშნულ თარიღებში თუ ნაძვის ხეს მორთავთ, შეგიძლიათ, იფიქროთ იმ სურვილებსა და ოცნებებზე, რომელთა ასრულებაც 2025 წელს გინდათ.

ამავდროულად, დეკემბერში არის ენერგეტიკულად არც თუ ისე სასიამოვნო დღეები, როდესაც უმჯობესია, ნაძვის ხე არ მორთოთ:

18 დეკემბერი
ეს დღე გაწმენდისა და არასაჭირო ნივთებისგან თავის დაღწევის გარკვეულ რიტუალებთან – მაგალითად, დალაგებასთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, ჯობს, 18 დეკემბერი სახლის საფუძვლიანად დალაგებას მიუძღვნათ, გაიტანოთ ყველა მოძველებული, არასაჭირო ნივთი, ზედმეტი საგნები გადაყაროთ. ითვლება, რომ თუ 18 დეკემბერს ნაძვის ხეს მორთავთ, წარსულის პრობლემებს მომავალ წელშიც გადაიტანთ და ახალი ეტაპის დაწყება გაგიჭირდებათ.

19 დეკემბერი
ჯობს, ეს დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და სამომავლო გეგმებზე იფიქროთ. სახლში დადებითი ენერგია შეიტანოთ. ითვლება, რომ ნაძვის ხის მორთვა არც ამ დღესაა კარგი არჩევანი. უმჯობესია, ეს დრო თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს დაუთმოთ.

26 დეკემბერი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე ეჭვისა და გაურკვევლობის ენერგიითაა გაჯერებული. ითვლება, რომ თუ ამ დღეს ნაძვის ხეს მორთავთ, თქვენს სურვილებსა და განზრახვებში გაურკვევლობას მოიზიდავთ.

29 დეკემბერი
29 დეკემბერს, როგორც წესი, ახალი წლის საღამოსთვის უკვე აქტიურად ემზადებიან. თუმცა, ითვლება, რომ აღნიშნულ დღეს თან სტაგნაციის ტალღაც ახლავს. ამიტომაც, ნაძვის ხის მორთვა კარგი იდეა არ არის. ამით შესაძლოა, საკუთარი ოცნებებისა თუ მიზნების ახდენას, რომლებზეც ფიქრობთ, ხელი შეუშალოთ.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნინო დათაშვილს ემუქრება 20 დღით იძულებითი ფსიქიატრიული დაკვირვების ქვეშ ყოფნა მაშინ, როდესაც ემოციური ლაბილობა არ წარმოადგენს შეურაცხადობის დადგენის საფუძველს” – ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის სპეციალისტები
  • პროდუქტები, რომელთა მიღებაც ზაფხულის სეზონზე რისკის შემცველია – ექიმ-ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას რეკომენდაციები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge