სამართალდამცავები მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” მოქალაქეებს ჩხრეკენ.
პოლიციელები აჩერებენ პირებს, რომლებიც საქართველოს დროშებით გადაადგილდებიან.
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკა გუშინაც მიმდინარეობდა, რა დროსაც „ზედაპირული დათვალიერების“ საფუძველზე დააკავეს რამდენიმე პირიც.
თბილისში საპროტესტო აქცია უკვე მე-8 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.