საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე, „მთავარი არხის“ მიერ აქციების დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელების სიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს რაიმე სიების უნდა ეშინოდეს, ესენი რადიკალები არიან.
აღნიშნული ქმედება ირაკლი კობახიძემ ფსიქოლოგიურ ძალადობად შეაფასა.
“გადავიდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაც არის დამახასიათებელი ლიბერალური ფაშიზმისთვის. დაიწყეს სიების გამოქვეყენება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელების სიების გამოქვეყნება. თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიების, ესენი არიან რადიკალები.ჩვენ ვიმოქმედებთ-ამას გპირდებით. რეალურად პოლიციელებისთვის ეს სია არის ნამდვილი კომპლიმენტი, როდესაც “ნაცები”აქვეყნებენ შენს სიას ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კომპლიმენტი”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ
