ხალხი იხოცება და სხვა ხალხი დგას და იმათ ლანძღავს ვინც ამ ომში რამენაირ ბრძოლაშია თუნდაც ექიმებს და თუნდაც აცრილებს… იქნებ რომელიმე ომში იმდენ ხალხს რომ გაენძრია ხელი რამდენიც ილანძღებოდა დღეს ყველა ომი მოგებული გვქონოდა! – ამის შესახებ ჟურნალისტი მაკა რაზმაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“ამ სიტუაციაში ჩვენი ომები მახსენდება ” თბილისის ომის დროს” მხოლოდ რუსთაველზე რომ იყო ომი და სხვა უბნებში ქეიფები და ტაშ-ფანდური იყო… თან მეომრებს ლანძღავდნენ და მათი სიკვდილი უხაროდათ.
აფხაზეთის დროს, იქ ომი იყო და დანარჩენი საქართველოდან ხალხი დუბაიში დაფრინავდა “ტავარის” ჩამოსატანად თან მეომრებს ლანძღავდნენ მაგათი ბრალია თორემ რა კარგად ვცხოვრობდითო… ახლაც ასეთი ომია, ხალხი იხოცება და სხვა ხალხი დგას და იმათ ლანძღავს ვინც ამ ომში რამენაირ ბრძოლაშია თუნდაც ექიმებს და თუნდაც აცრილებს…
იქნებ რომელიმე ომში იმდენ ხალხს რომ გაენძრია ხელი რამდენიც ილანძღებოდა დღეს ყველა ომი მოგებული გვქონოდათ!. იქნებ ახლა მაინც მოვიგო“ – წერს რაზმაძე სოციალურ ქსელშო/