ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:
“ექიმმა კულუმბეგოვმა ადგილზე ჩასვლით ასობით მასწავლაბელი დაარწმუნა აცრის სისწორეში. მანამდე იარა სოფელ-სოფელ.წადით რეგიონებში. გახსენით საველე აცრის პუნქტები. ხალხს ჩაუყვანეთ კომპეტენტური ადამიანები და დაარწმუნეთ ისინი.
კოვიდიანი ხალხი რომ გარეთ დადის ყველამ იცის. კონკრეტული ფაქტებია ცნობილი და უთხარით მათ რომ მოუწევთ მკაცრი სასჯელი თუ ასე მოიქცევიან და შემდეგ, საარჩევნო პოპულიზმისთვის აღარ მოუხსნათ ჯარიმები!
5679 ინფიცირება.
54 გარდაცვლილი.” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
საქართველოში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 713 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი.
ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 44 536 ტესტი.
9 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 146 პაციენტი, გარდაიცვალა 44 ადამიანი.