მაღაზიებში აირწინაღები, ჩაფხუტები და სათვალეები აღარ იყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ „დომინოში“ დაუდასტურეს. მათი განცხადებით, ამის მიზეზია ის, რომ „მარაგები ამოიწურა“.
„აირწინაღები აღარ იყიდება, მარაგები ამოგვეწურა – სათვალეები, ჩაფხუტები ზოგ ფილიალში არის“ – მაღაზიები.
„ჩვენთან აღნიშნული ინვენტარი აღარ იყიდება. მარაგები ამოიწურა. რაც შეეხება განცხადებას [პროდუქციის დახლებიდან მოხსნის შესახებ], ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ“,- განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს „დომინოში“.
ამ პროდუქტების შეძენა ასევე შეუძლებელია ელექტრონული გაყიდვების პლატფორმაზე – VELISTORE-ზეც. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებენ ამის მიზეზი მათ შემთხვევაშიც მარაგების ამოწურვაა. მათი ცნობით, მარაგები დღეიდან ამოიწურა.
კიდევ ჰიპერმარკეტში გორგიაში კი აცხადებენ, რომ აირწინაღების მარაგი მათ ყველა ფილიალში ამოწურულია. რაც შეეხება სათვალეებს და ჩაფხუტებს, როგორც „გორგიაში“ აცხადებენ მათი მარაგი ზოგიერთ ფილიალში ჯერ არის.
„აირწინაღები გაყიდვაში უკვე აღარ გვაქვს. მარაგები ამოიწურა. არ ვიცი როდის შევავსებთ, თუმცა, მოთხოვნა ძალიან მაღალია და ჩვენი გუნდი მუშაობს რომ რაც შეიძლება მალე შემოვიტანოთ აირწინაღები და დავაბრუნოთ გაყიდვაში,“ – აცხადებენ „ველიში. განაგრძეთ კითხვა