მკვლელობა სენაკში – არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა.
46 წლის ქალი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
ადგილობრივების თქმით, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული 49 წლის კაცია. მათივე თქმით, მამაკაცს ოჯახის წევრებთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. ოჯახი სენაკში ნაროუშვილის ქუჩაზე ცხოვრობს.