გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: სიონი, მაგრანეთი, ორხევი, ზურაბები და მიმდებარე სოფლებში;
12:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძეგვი, საგურამო, გალავანი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში;
12:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში: შერმადინის, ხატაეთის, კრისტიან სტივენსის, ბერტა ფონ ზუტნერის და მიმდებარე ქუჩებზე.
მათივე განმარტებით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.