რუსთაველის გამზირზე პროტესტი უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს, შესაბამისად, აქციის მონაწილეებს უკვე მეოთხე დღეა გომელაურის უწყება არბევს. რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლი გამოიყენეს რამდენიმე წუთის წინაც. მდგომარეობა ყოველწუთიერად იძაბება.
ამ ყველაფრის პარალელურად სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება, განსაკუთრებით აქტიურად საუბრობენ რობოკოპებზე, რომლებიც აქციის დარბევაში მონაწილეობენ, მათ შორისაა ნიკა რთველაძე. მის ფოტოს აქციის მონაწილეები ავრცელებენ. ფოტო რთველაძემ “ფეისბუქზე” თავად გამოაქვეყნა.