არ შეიძლება, ყველაფერზე მთავრობას მიუბრუნდე და თქვა, რომ ყველაფერი მთავრობის გასაკეთებელია. ეს არის ყველა ადამიანის გასაკეთებელი. კოვიდთან ბრძოლაში გვაქვს მარტივი იარაღი – ვაქცინა. დღეს ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია. არანაირი დეფიციტი რომელიმე ვაქცინის არ არსებობს. ყველას აქვს არჩევანი, აიცრას იმ ვაქცინით, რომელიც ურჩევნია. – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში „შაბათის ქრონიკა“ ინტერვიუში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„მე ადრეც ვთქვი, რომ პატრიოტიზმი დღეს გადის ვაქცინაციაზე. ხშირად ისმის საუბრები დემოგრაფიულ პრობლემებზე – 6000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით და ეს ძალიან მძიმე რიცხვია. თუ გვინდა, რომ გავუფრთხილდეთ ამ ქვეყანას და საკუთარ ოჯახებს, როგორ ვიღებთ საკუთარ თავზე იმ პასუხისმგებლობას, რომ არ მივდივართ ასაცრელად და საფრთხეს ვუქმნით სხვას და ზოგადად ქვეყანას, ვინაიდან ამ პატარა ქვეყნისთვის ეს მართლაც ძალიან დიდი გამოწვევაა. არ შეიძლება, ყველაფერზე მთავრობას მიუბრუნდე და თქვა, რომ ყველაფერი მთავრობის გასაკეთებელია. ეს არის ყველა ადამიანის გასაკეთებელი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავარწმუნოთ მეზობლები, მეგობრები, ნაცნობები. ყველანი ამ კამპანიის ნაწილი ვართ. უნდა დავარწმუნოთ ერთმანეთი, რომ ეს არის აუცილებელი. არ გეშინია, რომ სხვის სიკვდილზე პასუხისმგებელი გახდები? იღებ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე? ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, ისევე როგორც წარმოუდგენელია ექიმები და ექთნები, რომლებიც ეჭვით და შიშით უყურებენ ვაქცინას. უნდა ავიცრათ, რათა გადავარჩინოთ ეს პატარა ქვეყანა. საქართველოს სჭირდება ყველა თავისი მოქალაქე – ძალიან ბევრი, სამწუხაროდ, საზღვარგარეთაა და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და ჯანმრთელობა.
დღეს პატრიოტიზმი გადის ვაქცინაციაზე. ჩვენ პატარა ქვეყნა ვართ და 6 000 ადამიანი უკვე გარდაიცვალა. ეს არის ძალიან მძიმე რიცხვი. ჩვენ თუ გვინდა ამ ქვეყანას და ჩვენს ოჯახებს გავუფრთხილდეთ, როგორ ვიღებთ იმის პასუხისმგებლობას, რომ არ მივიდეთ და არ მივიღოთ ვაქცინა და ამით სხვებს შევუქმნათ საფრთხე?
შიშები, მე ვერ გავიკეთებ იმის მეშინია, ამის მეშინია, რას ნიშნავს? არ გეშინია, რომ სხვისი სიკვდილის პასუხისმგებელი გახდები? ამის პასუხისმგებლობას იღებ შენს თავზე? ჩემთვის ეს წარმოუდგენელია და კიდევ უფრო წარმოუდგენელია ექიმები და ექთნები, რომლებიც ეჭვებში არიან. ეს არის მათი პირდაპირი ვალდებულება იმისა, რომ ადამიანები გადაარჩინოთ. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ეს პატარა ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა თეა სიჭინავასთან ინტერვიუში.
პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას ფრანგული ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს პრეზიდენტს! ასეთი მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია კორონავირუსთან ბრძოლაში ყველა პოლიტიკოსს რომ ჰქონდეს, ჩვენ არ ვიქნებიდით იქ, სადაც ვართ დღეს.
როდესაც საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, ჩემი პირველი მოწოდება იყო, რომ ყველა პოლიტიკოსი, პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი სახელმწიფო მოხელით დამთავრებული, საჯაროდ უნდა აცრილიყვნენ. ასევე, საჯაროდ უნდა აცრილიყვნენ ყველა სამედიცინო დაწესებულების ხალმძვანელი პირებიც.
ზუსტად ქალბატონი პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც საჯაროდ აიცრა!
ვირუსმა არ იცის პოზიცია/ოპოზიცია, ვირუსმა არ იცის ერივნება, რელიგია, სქესი, სოციალური თუ ფინანსური სტატუსი. ვირუსი არის ვერაგი,” – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.