Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

გიორგი ყიფშიძის განცხადება შესწორებულია

August 7, 2021
გიორგი ყიფშიძის განცხადება შესწორებულია

მსახიობი გიორგი ყიფშიძე AMBEBI.GE-სთან ვაქცინაციაზე საუბრობს.

“ვაქ­ცი­ნას არ ვი­კე­თებ, მე­ში­ნია ასე­თი რა­ღა­ცებს, სხვა სუნი მცემს, არ მომ­წონს სი­ტუ­ა­ცია და არა­ფერ­ში ვე­რე­ვი, მირ­ჩევ­ნია გა­ვე­რი­დო და ერ­თმა­ნეთს ისე მივ­ხე­დოთ, სხვა­ნა­ი­რად. გა­და­მარ­წმუ­ნონ და გა­ვი­კე­თებ ვაქ­ცი­ნას. ფილ­მის სცე­ნა­რი­ვით მი­დის, “ზომ­ბი აკო­პა­ლიფსს” ჰგავს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ფილ­მებ­ში ვხე­დავ ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლდე­ბა. ამ­დე­ნი არ უსა­უბ­რი­ათ არას­დროს, ამ­დე­ნი აგი­ტა­ცია – პრო­პა­გან­და არ ყო­ფი­ლა არ­ცერთ ვაქ­ცი­ნა­ზე, არაა სა­ჭი­რო ყვე­ლამ გა­ი­კე­თოს, მო­ხუ­ცე­ბი არ ვართ და ბავ­შვებს რა­ტომ უკე­თე­ბენ, არ ვიცი. მე ვერ ვხე­დავ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ავიც­რა, არ შვე­ლის და რად მინ­და, ვერ გა­ვი­გე. ვერ არი­ან ესე­ნი, ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ რა უნ­დათ, “ბალ­ნოი ბა­ზა­რია” და არ მომ­წონს, მირ­ჩევ­ნია თავი შე­ვი­კა­ვოთ, ჩე­მით მივ­ხე­დავ ჩემს ბავ­შვებს, არ სჭირ­დე­ბა ამას პა­ნი­კა და ის­ტე­რი­კა. “ხე­ლე­ბი და­ვი­ბა­ნოთ სახ­ლში რომ მი­ვალთ” – რად მინ­და ამის სწავ­ლე­ბა. მე­ში­ნია ვაქ­ცი­ნის, მაგ­რამ ბევ­რი ლა­პა­რა­კიც არ მინ­და, “ზე­მოთ” მყო­ფი ტი­პე­ბის უფრო მე­ში­ნია, არ მინ­და, ამ მე­ქა­ნიზ­მზე ბევ­რი ვი­სა­უბ­რო, უცებ აგუ­რი არ და­მე­ცეს, არ გა­მა­ნად­გუ­რონ…”, – განაცხადა ყიფშიძემ.

რეალურად, მსახიობის მიერ გავრცელებული მტკიცებები კორონავირუსის ვაქცინასთან და პანდემიასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. 

ყიფშიძე ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ეს ვაქცინები დაავადებისგან მაინც არ გვიცავს. უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინაცია 100%-იან დაცვას არ გულისხმობს. SARS-COV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები წარმოიქმნება. ამ ეტაპზე მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, დელტა ვარიანტია (ე.წ. ინდური შტამი) დომინანტური. ახალ შტამებზე კოვიდვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირებულია, თუმცა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც შესაბამისი კვლევებით დასტურდება. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტავს, „ყველა ავტორიზებული ვაქცინა გვიცავს დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან, ყველა შტამის შემთხვევაში. ვაქცინირებულ მოსახლეობაში ტრენდს თუ დავაკვირდებით, სადაც ახალი შტამებით ინფიცირება მზარდია, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი 80%-დან 90%-მდეა“. ამრიგად, მტკიცება, რომ ვაქცინა არ გვიცავს, არის მცდარი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის (NCDC) 15 მარტი-15 ივლისის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით სრულად ვაქცინირებული [1] პირების მხოლოდ 0.19% დაინფიცირდა. ვაქცინირებულ პირებში, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით, მხოლოდ 4%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. საანგარიშო პერიოდში, ორი დოზით აცრილ პირებში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აღნიშნული მონაცემები, ადასტურებს, რომ ვაქცინა დაავადების მძიმე გართულების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს და სიკვდილისგან იცავს.

საანგარიშო პერიოდში, მინიმუმ ერთი დოზით აცრილთა შორის COVID-19-ით ლეტალობის მაჩვენებელი 0.99%-ია (12 შემთხვევა). შედარებისთვის, ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, 18 წელს ზევით პოპულაციაში COVID-19-ით ლეტალობის მაჩვენებელი 2.16%-ია. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაქცინის ერთი დოზაც კი სიკვდილის რისკს ამცირებს.

მტკიცება: „კორონავირუსი გრიპია რა ჩვეულებრივი. უფრო ისტერიკას ჰგავს.”

კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი გრიპია. აღსანიშნავია, რომ გრიპის და კორონავირუსის სიმპტომები მსგავსია. ორივე ვირუსი რესპირატორულ დაავადებებს იწვევს. ორივე ვირუსი ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა. თუმცა სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, მათი ერთმანეთთან გაიგივება, არ შეიძლება, რადგან ისინი ორ სხვადასხვა ვირუსს წარმოადგენენ.

COVID-19 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაა. ამ ეტაპზე, ის გაცილებით საშიშია, ვიდრე გრიპის ვირუსები. იქიდან გამომდინარე, რომ COVID-19-ის პანდემია აქტიურ ფაზაშია, რთულია მისი სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტის განსაზღვრა და ეს მხოლოდ პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, მტკიცება, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი გრიპის ვირუსია, არასწორია. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის თებერვალში ვირუსის სიკვდილიანობასთან დაკავშირებით უფრო მეტი ცნობა და კვლევა გახდა ხელმისაწვდომი. მაგალითად, კანადის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული მონაცემებით, COVID-19-ის სიკვდილიანობა, დაახლოებით, 3.5-ჯერ მაღალია, ვიდრე გრიპის შტამების უმეტესობისა. ინგლისსა და უელსში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ COVID-19 3-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე გრიპის ვირუსი ან პნევმონია. საფრანგეთში, დიჟონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გრიპის ვირუსისა და COVID-19-ის ლეტალობის მაჩვენებლების შედარებითი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს უკანასკნელი 3-ჯერ უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით ხასიათდება. ამასთან ერთად, კორონავირუსი გრიპის ვირუსთან შედარებით, გაცილებით სწრაფად ვრცელდება.

ამრიგად, გავრცელებული მტკიცებები კოვიდვაქცინაციასთან და კორონავირუსთან დაკავშირებით, ყალბია. უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციის ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ ახალ შტამებზე ვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირებულია, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან თავის დასაცავად.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა – დეტალები
  • ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  •  “როგორც ყველა დიქტატურაში, რეჟიმი იწყებს ჭამას საკუთარივე ბარტყების”- გიორგი ქადაგიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge