ნაცემი ჟურნალისტები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან.
მათ ნაწილს ქირურგიული დახმარებაც დასჭირდათ. ცოტა ხნის წინ დასრულდა გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტის, ალექსანდრე ქეშელაშვილის ოპერაცია. მას ცხვირი აქვს გატეხილი.
“პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ქეშელაშვილი იხსნებეს, რომ ის მიზანმიმართული ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. ნიღბიანი რაზმის წევრებმა საპოლიციო კოლიდორში გაატარეს და როგორც თავად ამბობს, ყველა ურტყავდა.
კუთხეში ვიყავი პარლამენტთან, პარლამენტის შენობის გვერდით, როცა დავინახეთ, რომ გამოცვივდნენ ეს ნიღბიანი პირები, დაერივნენ მოქალაქეებს და მე უკან-უკან წამოვედი. თან ვიღებდი, თან ვაგრძელებდი მუშაობას, უცებ ვიგრძენი, რომ მეც მომკიდეს ხელი და შემათრიეს თავისთან. რომ შემათრიეს ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მითხრეს ჟურნალისტი, რომ ხარ მაგიტომ. მაგინებდნენ და დამიწყეს ცემა გამეტებით, ხელებით, ერთგვარი კორიდორივით ამატარეს მაღლა წამიყვანეს დასაკავებლად ხელიდან ხელში გადავდიოდი და ყველა მომდიოდა და მირტყამდა. რამდენჯერმე დავეცი და ფეხები მირტყეს სახეში, ძირითადად სახეში მირტყამდნენ. ცხვირი გამიტეხეს და სახე მაქვს შეშუპებული. დამჭირდა ოპერაცია ცხვირზე”, – ამბობს ალექსანდრე ქეშელაშვილი ტვ პირველთან.