Tuesday, May 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პრესის ფურცლებიდან

“ეს არამარტო ჩვენი გამარჯვებაა, ვინც ხათუნასთვის ილოცა და მის გამოჯანმრთელებაზე ფიქრობდა – როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ, მთავარს ვხდები…” – ზურა ხაჩიძე

August 5, 2021
“ეს არამარტო ჩვენი გამარჯვებაა, ვინც ხათუნასთვის ილოცა და მის გამოჯანმრთელებაზე ფიქრობდა – როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ, მთავარს ვხდები…” – ზურა ხაჩიძე

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ, მომღერალმა ზურა ხაჩიძემ, მისი მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალ “სარკესთან” ისაუბრა:

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

-ხათუნა როგორ იცავს თავს ამ გართულებული ეპიდსიტუაციის პირობებში?

-ხათუნას აცრას ვაპირებთ უახლოეს მომავალაში. ექიმსაც ველაპარაკეთ და მისგანაც მივიღეთ რეკომენდაცია, რომ აუცილებლად უნდა აიცრას. მანამდე კი მისი მთავარი თავდაცვა არის ის, არსად გადის, მხოლოდ ძალიან ვიწრო წრესთან კონტაქტობს და იქაც უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.

-როგორია ხათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო მონაცემებით?

-ძალიან დადებითი და კარგი მაჩვენებლები გვაქვს, აგვისტოში უნდა გავემგზავროთ თურქეთში  და კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ პროცესები. მადლობა ღმერთს, დღეის მონაცემებით ყველაფერი კარგად არის. ყველაზე რთული პერიოდი გადალახულია. ახლა მთავარია მუდმივი კონტროლი და სტამბულში მიღებული პასუხები. სამი თვის წინ იყვნენ ნინი (ნინი ქარსელაძე, ხათუნა ჟორდანიას უფროსი ქალიშვილი) და ხათუნა სტამბულში გამოკვლევებზე და მაშინ კარგი პასუხები ჰქონდა. სამი თვის შემდეგ დაიბარეს მორიგ კონტროლზე.

-ყველაზე რთული ბრძოლა უკან მოიტოვეთ, როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?

-ამ ბრძოლის ძირითადი ნაწილი მართლაც გავლილი გვაქვს. ძალიან დიდი პროგრესი მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, საბოლოო გამარჯვება ძალიან ახლოს არის. როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ, მთავარს ვხდები: მეგობრების და უამრავი ადამიანის ლოცვის, დახმარებისა და ჩართულობის გარეშე, ჩვენ ბრძოლა გაგვიჭირდებოდა. ერთობით ძალიან ბევრი რამის დამარცხება შეიძლება. ეს არამარტო ჩვენი გამარჯვებაა, ვინც ხათუნასთვის ილოცა და მის გამოჯანმრთელებაზე ფიქრობდა.

ინტერვიუს ავტორი: ავთო ჩიტიძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ცოცხალი აღარაა, გასასკდომი გულიც აღარ მაქვს” – აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს
  • “რუსებისგან მემორანდუმის ან წინადადებების მიღების შემდეგ, შევძლებთ ჩვენი ხედვის შესაბამისად ჩამოყალიბებას”- ზელენსკი
  • თბილისში, რაზმაძის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობის სახურავზე დაკვამლიანება იყო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge