“აქ მშენებლობის გაგრძელება არის თვითმკვლელობა, იშლება ეს გრუნტი”, – ასე ეხმაურება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მკვლევარი თეა გოდოლაძე ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩაზე მშენებლობის გამო გაჩენილ ნაპრალს.
“მოსახლეობისთვის, მთლიანად, ეს ფერდი უკვე, თანდათან მართლაც სასიცოცხლოდ საშიში ხდება. მე ახლა რაც ვნახე უკვე, ფაქტობრივად, იცით რა არის, ადამიანი ან ვერ აზროვნებ, ამას რომ აკეთებ, ან უცოდინარი ხარ საერთოდ, ან ბოროტი ხარ. გეოლოგიური და ჰიდროლოგიური, ყველა პუნქტში დარღვევა არის სამშენებლო ნებართვის გაცემის კუთხით. არავითარ შემთხვევაში აქ მშენებლობის უფლების გაცემა არ შეიძლებოდა. ჩემი ლაპარაკი, ჩემი აზრი არაა ახლა, აქ არასპეციალისტიც თავისუფლად მიხვდება, რომ არაფრის გაკეთება არ შეიძლება, – ამბობს თეა გოდოლაძე.