ასაკობრივი პენსია მომავალ წელს დაგეგმილზე მეტად გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული.
კერძოდ, როგორც პროგრამაშია აღნიშნული, 1 იანვრიდან, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 350 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს, პროგრამის თანახმად, 1 იანვრიდან, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია მიაღწევს 420 ლარს