სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ, მომღერალმა ზურა ხაჩიძემ, მისი მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას დედის, ნუნუ ჟორდანიას შესახებ ჟურნალ “სარკესთან” ისაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
ამონარიდი ინტერვიუდან:
“- დიდი დროს არ გასულა, რაც ხათუნას დედა, ქალბატონი ნუნუ გარდაიცვალა. როგორი იყო ამ დანაკარგის გააზრება?
-ის ჩემი დედაც იყო, ძალიან მაგარი ადამიანი გახლდათ. ხათუნასთვის ეს ამბავი დღემდე მოუშუშებელი იარაა. ძალიან ბევრს ტირის და ელაპარაკება კიდეც… მას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და ამიტომ მისი წასვლა განსაკუთრებულად რთული იყო ყველასთვის.
-რას გაიხსენებდით მასთან ურთიერთობიდან? რომელიმე ძვირფასი მოგონება გაგვიზიარეთ.
-თავიდან ძალიან წინააღმდეგი იყო ჩემი და ხათუნა ურთიერთობის. ჩვენი შეხვედრის ადგილი ეკლესია იყო, რადგან ტაძარში მუდმივად დადიოდა. სანამ კარგად გამიცნობდა, არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ არ უნდოდა ჩვენი ურთიერთობა. როდესაც კარგად გამიცნო, ყველაფერი შეიცვალა.
დედაჩემის გარდაცვალებისას მოვიდა და მითხრა, ამ დღიდან დედაშენი მე ვარო. მთელი ის პერიოდი, რაც ერთი ოჯახი ვიყავით, ჩვენი ურთიერთობა მართლა არ განსხვავდებოდა დედაშვილობსგან. უამრავი ტაძარი მოვილოცეთ ერთად. უყვარდა სტუმრების მიღება, სუფრის გაშლა, მასპინძლობა.”
ინტერვიუს ავტორი: ავთო ჩიტიძე