შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები საგენების მიხედვით გამოაქვეყნა.
ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა “ბედნიერი ერი”, “აჩრდილი”, “ჩემო კალამო”, “პასუხის პასუხი”, “განდეგილი”(ილია);”ბახტრიონი”, “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”(ვაჟა);
“აღმართ-აღმართ”(აკაკი) და ა.შ.
სოციალურ ქსელში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფითად გამოეხმაურნენ. აქტიურად წერენ, რომ ცენზურის მანქანა უკვე ჩართულია და მომდევნო დღეებიდან მხოლოდ თალაკვაძისა და მდინარაძის პუბლიცისტიკას თუ განიხილავენ აბიტურიენტები.
წელს ცვლილებები ისტორიის საგამოცდო პროგრამასაც შეეხო და პროგრამიდან ამოღებულია 1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღდეგ.