ცნობისთვის, დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ კახა კალაძე თბილისის გამორჩეული მერია. ბერგერი ირაკლი ღარიბაშვილზეც საუბრობს და როგორც ის აღნიშნავს, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის გარდა, მას არცერთი წინამორბედი არ მოსწონდა.
ამონარიდი ინტერვიუდან:
“- გაჩნდა შეკითხვა, რატო უჭერთ მხარს კალაძეს, მხოლოდ მეგობრობის გამო?
– მეგობრების მიმართ ყოველთვის სუბიექტური ვარ. კახი არც ცუდი მერი და არც ცუდი პოლიტიკოსია, ეს ყველამ დავინახეთ და შევამჩნიეთ. მას მხარს არამარტო მეგობრობის გამო ვუჭერ, ბრწყინვალე, გამორჩეული მერი გვყავს. ჩემი მეგობრობის გარდა, მომწონს რასაც აკეთებს და მის მხარდასაჭერად მეც უნდა მივსულიყავი იმ საღამოს. პრემიერ-მინისტრებიდანაც ღარიბაშვილია ჩემი სიმპათია, ვუჭერ მხარს, არცერთი პრემიერ- მინისტრი არ მომწონდა და ახლა მომწონს რომ დაბრუნდა ღარიბაშვილი.
რამდენიმე დღის წინ, მეგობრებში ქალაქში ავტომობილების სიმრავლეზე ვლაპარაკობდით. მე არ მაქვს, ტაქსით ვმოძრაობ და ეს საკითხი დიდად არ მაწუხებს, თუმცა ქალაქში მართლაც ბევრი მანქანაა. ტაქსის მძღოლი მეუბნებოდა, ოთხი მანქანა მაქვსო, ალბათ იაფი ღირს ამდენი რომ აქვს… უნდა შემოიღონ ავტომობილების მასობრივი დაზღვევა, რაც ძვირი სიამოვნებაა და ამდენი აღარ ივლის. უცხოეთში ხალხი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობს, ჩვენთან კი ახლო მანძილზეც მანქანით მიდიან. ეს პრობლემაა, რომელიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია ჩვენს ქალაქში.”