ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზე ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
“4233 ახალი ინფიცირება. 39 გარდაიცვალა.
ნეტავ, კიდევ გვირეკავენ სხვა ქვეყნებიდან, კოვიდის მართვის გამოცდილება გაგვიზიარეთო?!
უბედურება გვჭირს,” – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
თბილისი კვლავ კორონავირუსის შემთხვევების ეპიცენტრია – Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 229 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 469 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 760 PCR – ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 432 903-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.65 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.35 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 934 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 390 827-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 948 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 924 შემთხვევა, აჭარა – 591, იმერეთი – 518, ქვემო ქართლი – 200, შიდა ქართლი – 185, გურია – 107, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 222, კახეთი – 270, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 36 102 საიდანაც: 6 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 056, აჭარაში – 725, იმერეთში – 905. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 240 პირი, მათ შორის, თბილისში – 553, აჭარაში – 121, იმერეთში -281. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი, მათგან თბილისში – 188, აჭარაში – 18, იმერეთში – 15. 2 297 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 010 – თბილისში, 820- აჭარაში. 27 605 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 5.
სულ 6 ოქტომბრიდან – 3 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 994 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 931 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 334 პირი, აჭარაში – 4 453, იმერეთში – 2 795.