სინოპტიკოსების პროგნოზით, 27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი. ისინი ქვეყანაში ტემპერატურის კლებასა და ღამით ყინვას ვარაუდობენ.
აქვე მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით გადაადგილების შესახებ.
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს,
მათივე ცნობით, ამასთან, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. განაგრძეთ კითხვა…