შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი თავისუფლების მოედანზე გამოჩნდა – ის საკუთარი ავტომობილით მიუახლოვდა ადგილზე მიყვანილ საპოლიციო ძალებს და სავარაუდოდ, გარკვეული მითითება გასცა.
გდდ-ის შეფმა დღეს მედიის კითხვებს არ უპასუხა.
თავისუფლების მოედანზე იმყოფება სანქცირებული “ხარებას” ასევე სანქცირებული მოადგილე, მილერი ლაგაზაური- ინფორმაციას “tv პირველი”ავრცელებს.
თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა- კადრებში ჩანს, რომ დედაქალაქის ცენტრში, წყლის ჭავლის ახალი მანქანები მიიყვანეს.
საპოლიციო ძალების სრული მობილიზებაა სამთავრობო კვარტალში.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, საქართელოს მოქალაქეთა ნაწილი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.