1. წლის განმავლობაში შეძენილი ახალი უნარების სტრუქტურირება
დაამატეთ თქვენს რეზიუმეს პროფესიული უნარები, დასრულებული პროგრამები – აღნიშნეთ, ყველაფერი რაც მიმდინარე წლის გამოცდილებიდან მნიშვნელოვანია.
2. გააკეთეთ გამარჯვებების სია
გაიხსენეთ, რით იამაყეთ ამ წლის განმავლობაში და საკუთარი თავი შეაქეთ. შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თვითმოტივაცია და საკუთარი გამარჯვებების აღნიშვნა სამომავლო წარმატებების საწინდარია.
3. როლების ანალიზი და პრიორიტეტების განსაზღვრა
შეაფასეთ თქვენი როლები – როგორი ხართ სამსახურში, პირად ცხოვრებაში, საქმიან ურთიერთობებში… შემდეგ კი, დაფიქრდით, რომელი მათგანი მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას და რაზე უნდა იმუშაოთ უფრო მეტი.
4. დაფიქრდით, რაზე ოცნებობთ გულწრფელად
ჩამოწერეთ, რისი გაკეთება გინდათ ყველაზე მეტად, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება. იყავით გულწრფელი. ფოკუსირდით საკუთარ თავზე და ხშირად გადახედეთ ამ ოცნებებს. შესაძლოა, ეს ძალიან დიდი მოტივაცია გახდეს, რომ საკუთარ თავს დროდადრო ყველაზე დიდი სურვილები აუსრულოთ.
5. ჩაეწერეთ სილამაზის სალონში წინასწარ
თუ თქვენ გეგმავთ, რომ სადღესასწაულოდ ვარცხნილობა შეიცვალოთ, შეისწოროთ, სხვადასხვა პროცედურა ჩაიტაროთ, ჯობს, წინასწარ ჩაეწეროთ, რადგანაც დღესასწაულების წინ სილამაზის სალონებსა და ესთეტიკის ცენტრებს ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს და ადგილები ძალიან შეზღუდულია.
6. შეადგინეთ წიგნების, ფილმებისა და სატელევიზიო შოუების სია
ჩამოწერეთ გეგმა – რისი ნახვა ან წაკითხვა გსურთ და ნელ-ნელა საკუთარ სიას მიჰყევით.
7. შეამოწმეთ დაზღვევა, ხელშეკრულებები, გამოწერები
2025 წლამდე გადახედეთ, რა ტიპის გამოწერები, ხელშეკრულებები გაქვთ, როგორია სადაზღვევო პირობები. გააუქმეთ ის, რასაც თქვენთვის სარგებელი აღარ მოაქვს და მომავალი წლიდან ახალ სერვისებზე იფიქრეთ.
8. დაგეგმეთ თქვენი ბიუჯეტი
ეს დაგეხმარებათ, რომ სადღესასწაულო დღეებში იმაზე გაცილებით მეტი არ დახარჯოთ, ვიდრე გეგმავდით.
9. თუ ონლაინ გამოწერებს აპირებთ, წინასწარ დაგეგმეთ
თუ ნივთების ონლაინ გამოწერას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ სადღესასწაულო დღეებში მოთხოვნა გაცილებით იზრდება და შესაძლოა, თქვენი საჩუქრები იმ დროს ვერ ჩამოვიდეს, რა დროც გათვალისწინებული გაქვთ.
10. დაისახეთ მიზნები მომავალი წლისთვის
ამ საკითხში დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. იმის ნაცვლად, რომ თქვათ “არ შემიძლია”, სცადეთ, შეცვალოთ – “მე საკმაოდ გამოცდილი ვარ”. ეს თავდაჯერებულობის გაზრდაში დაგეხმარებათ და წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.
11. შეაჯამეთ თქვენი კარიერული გეგმები
თუკი რაიმე დასასრულებელი გაქვთ, წლის ბოლომდე აუცილებლად შეასრულეთ და მომავალი წლისთვის აღარ გადადოთ.
12. იფიქრეთ განვითარებისა და კარიერული ზრდის სტრატეგიაზე
წინასწარ განსაზღვრეთ, რას შეისწავლით, რომელ კურსზე, ტრენინგზე, მასტერკლასზე დასწრება გამოგადგებათ და რა მოგცემთ შესაძლებლობას, რომ პიროვნულად და კარიერულად განვითარდეთ.
13. შეაგროვეთ გამოხმაურებები იმ საქმეზე, რასაც აკეთებთ
ნახეთ, თქვენი კოლეგები, თანამშრომლები როგორ აფასებენ იმას, რასაც აკეთებთ. ობიექტურად დაფიქრდით ძლიერ და სუსტ მხარეებზე და თუ ჩათვლით, რომ რაიმეს გაუმჯობესება გჭირდებათ, შესაბამის ნაბიჯებზეც იფიქრეთ.
14. იპოვეთ საქმეების ორგანიზების შესაფერისი გზა
შესაძლოა, ეს დღიური ან ტელეფონის აპლიაკაცია იყოს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარმართოთ, გაიხსენოთ მნიშვნელოვანი ამბები და სხვა საქმეებზეც იფიქროთ. .
15. შეადგინეთ ჯანმრთელობის მართვის გეგმა
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. დაგეგმეთ სამედიცინო შემოწმების, გამოკვლევების განრიგი და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ყველა იმ ნიშანს, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.