თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს. საუბარია, სოციალურ ქსელში გავრცელებულ სამგზავრო ბარათების გათამაშებაზე.
როგორც სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას.
“სოციალურ ქსელში, კერძოდ კი Public transport Tbilisi-ს გვერდზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა”,- აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, “Public transport Tbilisi” – სახელწოდების გვერდი კონკრეტულ გათამაშებაში ჩასართავად მოქალაქეებს ბმულზე გადასვლას სთხოვს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, ეს არის “ექსკლუზიური შეთავაზება თბილისელებისთვის!”.
კერძოდ, აღნიშნული გვერდი წერს, რომ თუ მოქალაქეები შეიძენენ ახალი Metromoney ბარათს, რომლის ღირებულება მხოლოდ 5.50 ლარია, შეუზღუდავი მგზავრობით ისარგებლებენ ყველა სატრანსპორტო საშუალებით 6 თვის განმავლობაში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება.