Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რა სჯობია, ვაჟკაცური ისტორიები სჯობია, თუ ქალაჩუნების ისტორიები?! კაცი კაცად უნდა ვარგოდე ცხოვრებაში” – რა განცხადებით მიმართა მეუფე იაკობმა მრევლს

November 23, 2024
“რა სჯობია, ვაჟკაცური ისტორიები სჯობია, თუ ქალაჩუნების ისტორიები?! კაცი კაცად უნდა ვარგოდე ცხოვრებაში” – რა განცხადებით მიმართა  მეუფე იაკობმა მრევლს

რა სჯობია, ვაჟკაცური ისტორიები სჯობია, თუ ქალაჩუნების ისტორიები?! კაცი კაცად უნდა ვარგოდე ცხოვრებაში, – ამის შესახებ ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა ქადაგებისას წმინდა გიორგის ბორბალზე წამების შესახებ ისაუბრა და ამ კონტექსტში მორწმუნის გაუტეხელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ზოდად მორწმუნე ადამიანს ვერაფრით გატეხ, რადგან მასთან ყოველთვის ღმერთია.

„მასთან ყოველთვის ღმერთია და როდესაც უკვე ვიღაცას ჰგონია, რომ რა ეშველება, მაშინ გაჩნდება ხოლმე ღმერთი, აძლიერებს, გადაატანინებს და სხვებსაც ანახებს. აბა, რა სჯობია, ვაჟკაცური ისტორიები სჯობია, თუ ქალაჩუნების ისტორიები?! კაცი კაცად უნდა ვარგოდე ცხოვრებაში, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა, ორივე ერთნაირი იმით არის შექმნილი, კაციც და ქალიც, მამაკაციც და დედაკაციც და ორივე ძალიან დიდია იმიტომ, რომ კაცობრივი ბუნებით ამაღლდა მაცხოვარი, როგორც ვიცით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

სასულიერო პირი ქადაგებისას, სხვა საკითხების გარდა, მათ შორის გამოეხმაურა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხსაც.

„ჩვენ ღვთის ერი ვართ, ამიტომ ეს ბრძოლები სულ გვექნება, მაგრამ ღმერთი ახლა გვიფარავს, სწორ არჩევანს რომ ვაკეთებთ. ხომ გეუბნებით, 2 მილიონიდან უმეტესობა ვართ ჯანსაღ აზრზე. ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას! მოციქულებს რაც დაემართათ, უღალატეს, მაგრამ ბევრმა შეინანა. ვინც არასწორად შეინანა – იუდამ, რაც დამართა თავის თავს.

მაშინ, როდესაც ახალგაზრდები თავიდან გამოვიდნენ ქუჩაში, მე ის გამიხარდა, რომ საქართველო თავის ქვეყნად იგრძნეს, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ არც რუსეთში მიჰყავხარ არავის და არც, მაპატიეთ, სადმე არ მიგათრევენ, რა. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ბედი ჩვენ თვითონვე უნდა განვსაზღვროთ და დღეს, ახლა, ეს რუსეთი, რუსეთი, რომ იძახონ – აქამდე ვერ შეგიყვანდნენ რომ უნდოდეთ? შესულიც იქნებოდი, ვინ გალაპარაკებდა, მაგრამ არავის უნდა. არც რუსეთში გვინდა შესვლა და არც სადმე, ჩვენ ახალი გამოსული ვართ იმპერიიდან და თავი გაგვანებონ, წესიერად მოგვექცნენ. რუსები, როგორც გვექცეოდნენ კომუნისტების პერიოდში, ისე უნდათ მოგვექცნენ, მაგრამ ნუ დაავიწყდებათ, რომ იმ თაობის ადამიანები ვართ, 1978 წელს ენა შევინარჩუნეთ, სად იყვნენ მაშინ ბალტიისპირელები? ჩვენთან ეროვნულ მოძრაობას რუსეთმა დაარტყა, ბალტიისპირეთში და იქით არ დაურტყამს. თავიანთი ქვეყნის სიკეთე რომ უნდათ იმიტომ არიან ჩვენს წინააღმდეგ, მოდიან, რომ ჩვენ რამე სულელური ნაბიჯი გადავდგათ და აქ აირიოს. იმათზე მეტი ჭკუაც გვაქვს, იმათზე მეტი ისტორიაც გვაქვს და ვისაც არ მოვწონვართ, თავი გაგვანებონ და ჩვენ ვივლით ისე, როგორც საჭიროა. უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, აუცილებლად უნდა მივხედოთ განათლებას. განათლებული ახალგაზრდობა უნდა გვყავდეს იმიტომ, რომ არ ატყუებდნენ, ყოველ დაძახებაზე არ უნდა ატყუებდე, რასაც ჩასძახებ, ქვევრი არ უნდა იყოს, რომ ის ამოგძახოს, უნდა ფიქრობდეს, აზროვნებდეს ჩვენი ახალგაზრდა, ქართველი ახალგაზრდა. ერთმანეთს გავუფრთხილდე! ღმერთი აერთიანებსო, ხომ გეუბნებით, პოლიტიკამ არ უნდა დაგვაშოროს. პოლიტიკა კარგია იმაში, რომ 150 კაცი ხომ გამოვირჩიეთ, კეთილი ინებონ და ქართული საქმე აკეთონ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, ამგვარ საკითხებზე სხვებიც უნდა ლაპარაკობდნენ.

„სხვებიც უნდა ლაპარაკობდნენ ამას, რა, ეპისკოპოსები, თუ სამღვდელოება. ჩვენ უნდა მივიღოთ დარტყმა. აბა, დაგვარტყან!“ – განაცხადა მეუფე იაკობმა და აღნიშნა, რომ „ძალიან მალე დალაგდება სიტუაცია“.

წყარო : ipn

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პუტინი განცხადებას ავრცელებს
  • “არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია”- ირაკლი კობახიძე
  • მიქაუტაძე ტოტენჰემს დაუკავშირეს – რა დაიწერა ესპანურ პრესაში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge