საქართველოში გართულებულ ეპოდიმიოლოგიურ ვითარებას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
“4824 ახალი შემთხვევა.
რადგან აქციები აღარაა ჩვენ ვერ დაგვბრალდება ეს სტატისტიკა. მთავრობას მოუწევს აღიაროს, რომ კოვიდს ვერ ებრძვის.
ბიძინა კულუმბეგოვმა რეგიონში ერთი გასვლით 200 მასწავლებელი დაარწმუნა ვაქცინის აუცილებლობაში. 200! ანუ, ხალხთან მუშაობაა საჭირო, რასაც არავინ აკეთებს.
აიცერით მეგობრებო, აიცერით! ერთ დღეს შეიძლება ამ სტატისტიკის ნაწილად იქცეთ! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს!
პ.ს. საქართველოში გარდაცვლილი არცერთი ადამიანი არ იყო აცრილი!” – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 827 ადამიანი დაინფიცირდა.
გარდაიცვალა კიდევ 34 ინფიცირებული პირი. ამასთან, გამოჯანმრთელდა 1895 პაციენტი. ინფორმაცია stopcov.ge – ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით -43 932, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 258, PCR ტესტით -28 674.
სულ აცრილია – 523 466, დღიურად აცრილია – 16 677.
კორონაპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირდა 428 670, გარდაიცვალა 5 910 ადამიანი, ხოლო ვირუსი დაამარცხა -388 893-მა პირმა.