2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ისევ დაძაბულია. ოპოზიციური ძალები არჩევნებს არ აღიარებენ, რასაც არაერთი აქცია მოჰყვა.
“მთავარი არხის”ჟურნალისტის ეკა კვესეტაძის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“სამართლიანობისთვის ერთი რამეც უნდა აღვნიშნოთ 🥱- თუ ვინმე მართლა რამეს წარმოადგენს ამ ქალაქში – ე.წ სვეცკობა იქნება და ინტელექტუალური ელიტა, ამ
მიტინგებზე დგას და ეს ზარქუას დის თუ სალომე გოგიაშვილების იმედზე მყოფი და იკარუსებით გაღატაკებული ხალხის ჩამომყვანი ქოცები რამდენს ბედავენ. მართლა რამდენს ბედავენ “ამ ვიდით”🥱🥱😂 პ.ს. მე სვეცკი არ ვარ ხალხო, მე მხოლოდ ერთი უბრალო, გლეხი ჟურნალისტი ვარ!😂”-წერს ჟურნალისტი.
ჟურნალისტის სტატუსს გამოეხმაურა სალომე გოგიაშვილი:
“ეკუ,მესმის, შენთან ჭიათურაში რომ გადამეკეტა გზები და შემეფერხებინა, მაგრამ ჩვენს უბანში ამოდიხართ და გვაფერხებთ ადგილობრივ მოსახლეობას და კიდევ ჩვენზე ხართ განაწყენებული?-ნტტტ,ეკუ, რა დღეში გაქვს ნერვები”- წერს სალომე.