“გლდანის ხიდზე ისეთი ავარია იყო გული გამისკდა, ღმერთო ყველა ცოცხალი იყოს”- წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
თბილისში, გლდანის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.